ბათუმელი სპორტსმენები - გეგეშიძე ჩხუბში გასაშველებლად შევიდა, ორჯერ გალახეს და ის რომ ურტყამს, მხოლოდ ეს ჩანს

ინციდენტი უნდა მოგვარდეს სპორტულ ოჯახში, - ეს განცხადება ბათუმში სპორტსმენებმა გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის დირექტორის გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ და პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ.

"შემთხვევითი ინციდენტი მოხდა, რასაც ცხადია ვგმობთ. მაგრამ მოჭიდავეებს შორის ჩხუბი პირველია თუ რა?! არ გვინდა გუნდი ორად გაიხლიჩოს. ინციდენტი უნდა მოგვარდეს სპორტულ ოჯახში. გეგეშიძე ჩხუბში გასაშველებლად შევიდა, ორჯერ გალახეს და ის რომ ურტყამს, მხოლოდ ეს ჩანს. საკითხი პოლიტიკურ ჭრილში განიხილება, რაც დაუშვებელია“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.