იენს სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-ს უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო მჭიდრო ხდება

საქართველო ნატო-ს უაღრესად დაფასებული პარტნიორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

„პირველ რიგში გილოცავთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დიდი პატივია ჩვენი ალიანსის შტაბ-ბინაში თქვენი მასპინძლობა. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. მარტში ნატო-საქართველოს წვრთნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს 17 მოკავშირე. ყველაფერი ეს იმას ცხადყოფს, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო და უფრო მჭიდრო ხდება“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად“.

„ჩვენ ასევე მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების განხორციელების კუთხით. განსაკუთრებით აღვნიშნავ უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტურ ინსტიტუტებს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას. მოგიწოდებთ განაგრძოთ ეს გზა. ასევე მივესალმები საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას მშპ-ს 2% თავდაცვით ხარჯებს მოახმაროს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს.

„რუსეთს მოვუწოდებთ გააუქმოს ამ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იხილეთ ვიდეო: "შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოსამზადებლად" – NATO-ს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა