ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის წინ განთავსებული ტაქსების სადგომზე მძღოლები მუშაობას კვლავ გააგრძელებენ

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის წინ განთავსებული ტაქსების სადგომზე, სადაც მერიის თანამშრომლებმა შესაბამისი ტრაფარეტი აიღეს, მძღოლები მუშაობას კვლავ გააგრძელებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა გაკონტროლდება და ტრანსპორტის რაოდენობაც შემცირდება.

„მძღოლები გააგრძელებენ მუშაობას ბაზრის წინ, თუმცა ისე, რომ არ მოხდეს მოძრაობის შეფერხება და არ შეიქმნას საცობი. ასევე, შემცირდება ტრანსპორტის რაოდენობა. მას სატრანსპორტო სამსახური გააკონტროლებს“, - ამბობენ მერიაში.

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის წინ ტაქსების დგომა დღეს აიკრძალა. მძღოლების თქმით, ისინი აქ, წლებია, მუშაობენ და ადგილის დატოვებას არ აპირებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა