სალომე ზურაბიშვილი - ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში ცხადყოფს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები ნატო-სთან

ჩემი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ, რომელიც ბრიუსელში იმართება, ცხადყოფს რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები ნატო-სთან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ნატო-სთან ურთიერთობა ქართველი ხალხის არჩევანს ასახავს. ზუსტად ამიტომაც ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაში, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში და ევროკავშირში. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და ეს ჩემი საპრეზიდენტო მანდატის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველო იღებს ნატო-სგან. ჩვენი ინტეგრაციის გზა წარმატებულია, რამაც საქართველო უფრო მეტი უსაფრთხოებით უზრუნველყო. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, როდესაც გვაქვს საოკუპაციო ხაზი, რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა მუდმივი წნეხის ქვეშ არის. საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატო-ს საიმედო პარტნიორია. საქართველო ცდილობს სამაგალითო პარტნიორი იყოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა