სოფელ წინანდალში ავარიის დროს ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა წუხელ სოფელ წინანდალში მოხდა.მსუბუქი ავტომანქანა თავდაპირველად განათების ბოძს, შემდეგ კი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფმა ორმა პირმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს