ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ არის. მას ვადამდე ადრე უფლებამოსილება დღეიდან შეუწყდა. საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭი უკვე უყარეს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზაზა ოქუაშვილმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს პირადად მიმართა.

კენჭისყრაში აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო. მათი თქმით, რეგლამენტში პროცედურები დარღვეულია და ასევე ზაზა ოქუაშვილი პოლიტიკური დევნილია, რომელიც ხელისუფლებამ იძულებული გახადა, რომ სადეპუტატო მანდატზე უარი ეთქვა.

„პატრიოტთა ალიანსი" აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთი დეპუტატით არის წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, ზაზა ოქუაშვილს "პატრიოტთა ალიანსის" სიის მეორე ნომერი მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა