გორში საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე განათება მოეწყო

გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ახალი განათების სისტემა მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

„ხელოვნურსაფარიანი მოედნის განათება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. პროექტი ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ დაფინანსებით განხორციელდა. 4 500 ლარის ღირებულების სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპმა კეთილმოწყობის სააგენტომ განახორციელა. ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა“ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი "გორი", ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჯამში 50 000 ლარით დააფინანსა.

გარდა განათებისა, აღნიშნული თანხის ფარგლებში ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი "გორი" გეგმავს ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაციას, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სავარჯიშო ეკიპირებისა და ბურთების შეძენას“, - ნათქვამია გორის მერიის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს