აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას უწევს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2019” უწევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს.

„მადრიდის გამოფენა ერთ-ერთი მსხვილი გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც ათასობით ადამიანი, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული კომპანია, ორგანიზაცია მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრება.

გამოფენის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.

2019 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას და პოპულარიზაციას გაუწევს რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა