გორის მერმა წარმატებული მწვრთნელები და სპორტსმენები დააჯილდოვა

მწვრთნელები და სპორტსმენები, რომლებმაც 2018 წელს წარმატებულად იასპარეზეს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე, გორის მერმა მადლობის სიგელებითა და ფულადი თანხებით დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, 3 მწვრთნელისა და სპორტის შვიდ სახეობაში მოქმედი 12 სპორტსმენის დასაჯილდოებლად 4 500 ლარი „სპორტის ხელშეწყობის პროგრამიდან“ გამოიყო. თითოეულს 300 - 300 ლარი პირად ანგარიშზე უკვე ჩაერიცხა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები ჯილდოვდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა