ბათუმის მერის ინიციატივით, ამოქმედდა ახალი პროექტი - ,,დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინიციატივით, შეიქმნა და ამოქმედდა ახალი პროექტი - ,,დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს, აღნიშნული პლატფორმის საშუალებით დღეიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ბათუმის მერთან ვიზიტის დაგეგმვა ვებ-გვერდის - http://visit.batumi.ge მეშვეობით.

„დღეს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ლაშა კომახიძემ პრეზენტაციაზე მისული ერთ-ერთი ჟურნალისტი ვებ-გვერდზე თავად დაარეგისტრირა და მასთან ონლაინ შეხვედრაც ჩანიშნა.

ეს არის მოქალაქეებზე მორგებული პროექტი, რომელიც მერთან შეხვედრის დაგეგმვას გამარტივებულად, მერიაში მისვლის გარეშე უზრუნველყოფს. შეხვედრა უშუალოდ მერის მიერ ჩაინიშნება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე batumi.ge.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო