რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე M2 კატეგორიის  ტრანსპორტით  მგზავრთა გადაყვანის ტარიფის თაობაზე რუსთავის მერიაში ბრიფინგი გაიმართა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე M2 კატეგორიის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფის თაობაზე, დღეს რუსთავის მერიაში ბრიფინგი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის ტარიფის ცვლილება კომპანია „ინტერტრანსმა“ გასული წლის იანვრის ბოლოს განახორციელა. რუსთავის მერია აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სპეციალური საბჭო შექმნა, რომელიც რეალური ტარიფის დადგენაზე იმუშავებდა. ამ ეტაპზე საბჭო მგზავრთა ნაკადის დათვლას აწარმოებს.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიამ სერიოზული გადაცდომები გამოავლინა M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სვლა-გეზის ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის კომისიის მუშაობას და როგორც მგზავრთა რეალური რაოდენობის, ასევე რეალური ტარიფის დადგენასაც აფერხებს.

მისივე განაცხადებით, ეს ხარვეზები და ხელისშემშლელი პირობები შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოება უნდა შეისწავლონ. „M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა ხდება იმ მარშრუტების გვერდის ავლით, რომელზეც კომპანია ,,ინტერტრანსს“ მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვა აქვს აღებული და რომელის მიხედვითაც, სპეციალურმა საბჭომ მგზავრთა არსებული რაოდენობა უნდა დაადგინოს. მე ვფიქრობ და საჭიროა თუ კომპანია ,,ინტერტრანსი“ გამოთქვამს მზაობას, იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, ეს ხარვეზები, რომელიც აღმოჩნდა, შემდგომი სამართლებრივი შესწავლის მიზნით, გადაეცეს შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს. კომპანიამ დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არანაირად არ შედის ეს ხარვეზები მის ინტერესში“, - განაცხადა ტაბაღუამ.

რუსთავი-თბილისი სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა კომპანია „ინტერტრანსს“ ამ მარშრუტის თერთმეტივე ლოტზე აქვს მოპოვებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს