ლევან კობერიძე - ყველაზე მთავარია, ჩვენი მოსახლეობა თავისი გონებიდან გაგვრიცხავს თუ არა

ყველაზე მთავარია, ჩვენი მოსახლეობა თავისი გონებიდან გაგვრიცხავს თუ არა, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე კითხვას, არის თუ არა „ქართული ოცნებიდან“ ვინმეს გარიცხვის საკითხი დასმული.

„ვფიქრობ, გუშინდელი შეხვედრის მერე გამოიკვეთა სურათი, რომ ერთ ვერსიაზე შეჯერების პოტენციალი არსებობს. თუ ვერ მოხდა შეჯერება, მაშინ ალბათ, რამდენიმე ვერსია ჩამოყალიბდება. პარტიის თავმჯდომარე ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი წარიმართოს პოზიტიურად. გამამტყუნებელი განაჩენი სადაც დადგა სტრასბურგის სასამართლოში, იმ მოსამართლეებს უვადოდ მოსამართლეობის უფლება არ უნდა მიეცეთ. ყველაზე მთავარია ჩვენი მოსახლეობა თავისი გონებიდან გაგვრიცხავს თუ არა“, - განაცხადა კობერიძემ.

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრათა ციკლი მმართველმა გუნდმა გუშინ დაიწყო და განხილვის მთავარ თემას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი წარმოადგენს, რომელზეც გუნდში განსხვავებული პოზიციებია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა