„ნაცმოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი აჭარის პროკურატურას მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი აჭარის პროკურატურას წერილობით მიმართავს. როგორც მან პროკურატურის შენობასთან განაცხადა, აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ 2018 წელს ბიუჯეტიდან გახარჯული თანხების შესწავლას ითხოვს.

რეზო ხარაზის ინფორმაციით, აჭარის საგზაო დეპარტამენტმა „2018 წელს წინასაარჩევნოდ ბიუჯეტიდან თანხები უკანონოდ დახარჯა და ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა“.

რეზო ხარაზის თქმით, აჭარის საგზაო დეპარტამენტი საჯარო ინფორმაციას მალავს.

„აჭარის საგზაო დეპარტამენტს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არაერთხელ მიმართეს ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დოკუმენტები გაეცათ, მაგრამ მათ არ მოგვაწოდეს“,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა