„ბათუმის წყალმა“ საკრებულოში 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შპს „ბათუმის წყალის“ ინიციატივით 2019 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „ბათუმის წყალს“ გენერალურმა დირექტორმა, მარიკა გვიანიძემ საკრებულოს წევრებს 2019 წელს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარუდგინა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში, „ბათუმის წყლის“ მთავარ მიზანს წარმოადგენს ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე შეიქმნას წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი, უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, „ბათუმის წყალი“ 2019 წელს გეგმავს ბარცხანის და თამარის დასახლებაში მოხდეს მოსახლეობის ახალ წყალარინების ქსელზე გადართვის სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2019 წელს დასრულდება მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა, რაც „ბათუმის წყალს“ შესაძლებლობას მისცემს, მახინჯაურის, განთიადის და თამარის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეიქმნას უწყვეტი 24 საათიანი წყალმომარაგება.

2019 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს ავტომატიზირებული სისტემის SCADA განახლება და CCTV კამერების შესყიდვა წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს.

პრეზენტაციას ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, საკრებულოს წევრები და „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა