კურორტ გომარდულზე აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ჩატარდა

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა კურორტ გომარდულზე გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ სხდომა მნიშვნელოვანი სიახლით გახსნა და აღნიშნა, რომ ყადაღა გომარდულს საბოლოოდ მოეხსნა. ინვესტორებს შეუძლიათ, დაუბრკოლებლად გააგრძელონ საქმიანობა. მომზადებულია კურორტის განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია, რომლის მიზანია გომარდული აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველად ოთხივე სეზონის განმავლობაში.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ახალგაზრდების როლზე რეგიონის განვითარების საქმეში. სამინისტროებისა და საჯარო დაწესებულებებს მომდევნო წლიდან დაევალათ ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართვა იმ პროცესებში, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.

სხდომაზე ასევე 2018 წლის ციტრუსის სეზონი შეჯამდა. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ციტრუსის ექსპორტის რეკორდული რაოდენობა იყო და იგი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 12 %-ით გაიზარდა. გადამუშავებული სამრეწველო ციტრუსი კონცენტრატის სახით გავა ისრაელის, უკრაინის, იაპონიის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე.

აჭარის მთავრობის განცხადებით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ცვლილებები განხორციელდა რიგი კომპანიის ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

აჭარაში, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად სულ გამოიყო 20 მლნ ლარი, ხოლო აჭარაში ამ მიმართულებით 2 მლნ ლარი დაიხარჯება. 5 000 -10 000 ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით გადანაწილდება და სოფლის მოსახლეობის უშუალო ჩართულობით, მათივე გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. პროექტში აჭარიდან 300-ზე მეტი სოფელია ჩართული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა