„ნაცმოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, ზუგდიდის მშენებარე სტადიონის გასახდელში ჭერი ჩამოინგრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის მშენებარე სტადიონის გასახდელში ჭერი ჩამოინგრა. წითლიძე ამბობს, სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რაზეც შესაბამისმა სამსახურებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ.

„სტადიონი, რომელიც ჯერ არც გახსნილა ასეთ მდგომარეობაში არის. ეს არის მხოლოდ პირველი სართული. აქ არის სხვა ხარვეზებიც, რაც ეხებოდა ბეტონის ჯებირებს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ზუგდიდის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო