გორის მერია - 2019 წელს 4 მილიონამდე ლარი კარალეთის დევნილთა დასახლებას მოხმარდება

კარალეთის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაციას 3 889 930 ლარი მოხმარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მალე დაიწყება. გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 23 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 8 - დან 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი ჯამში 6 990 მეტრი სიგრძის გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის კიუვეტები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ წყლის შეგროვებას და არსებულ გრუნტის არხში გადატანას. რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 3000 - მდე ბენეფიციარი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით განხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა