სოფელ ახალშენში ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ ახალშენში, წინასწარი ინფორმაციით, ტყის მასივთან ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდები იწვის.მუნიციპალიტეტის მერის, სოსო ქარუმაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სატყეო სამსახური.

"ადგილზე, სადაც კვამლი შეიმჩნევა, მობილიზებულია სახანძრო და სატყეო სამსახური. მაგ ტერიტორიაზე სასოფლო დანიშნულების მიწები და ტყის მასივია. ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა იწვის", - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა