თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, მოტივირებული ახალგაზრდების  ძალისხმევით ძალიან დიდი მიღწევები გვექნება

აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კურორტ გომარდულზე აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა.მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. რეგიონის ხელმძღვანელმა ქვეყნის განვითარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ახალგაზრდები დიდ როლს თამაშობენ რეგიონის განვითარებაში. პირადად გავუწევ კურაციას ახალგაზრდულ საქმეებს. მოვუწოდებ მინისტრებს და ყველა საჯარო დაწესებულებას მაქსიმალური ღიაობა გამოიჩინონ მათ მიმართ - იქნება ეს კომუნიკაცია, დასაქმება, თუ ჩაბმა იმ საერთო საქმეში, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ ახალგაზრდებთან ერთად, საერთო ძალისხმევით შევძლებთ გვქონდეს ძალიან დიდი მიღწევები. განათლებული ახალგაზრდობა იქნება წამყანი ინკლუზიური ეკონომიკის პროექტში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელიც პრემიერის ხედვას ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ბოლომდე ითვალისწინებს“, -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა