რუსთავის მერია რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანაზე ახალი მარშრუტის დადგენას მიესალმება

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსთავიდან, თბილისის მიმართულებით, M3 კატეგორიის ტრანსპორტით (ავტობუსით) მგზავრთა გადაყვანაზე, ახალი მარშრუტი დადგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რუსთავის მერიამ, დედაქალაქის მთავრობას, რამდენიმე მარშრუტის განხილვის თხოვნით მიმართა და აქედან ერთ-ერთი შეირჩა.

ავტობუსი თბილისში, რუსთავის გზატკეცილიდან შევა, გაივლის გორგასალისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით, მეტრო „ისნამდე“ იმოძრავებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და იმისათვის, რომ დროში არ გაჭიანურდეს, რუსთავის მერიამ უკვე მიმართა საკრებულოს საკონკურსო პირობებში ცვლილებების პროექტით, რომლის თანახმადაც, მერიას M3 კატეგორიის ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსის გამოცხადებამდე, უფლება მიეცემა სატრანსორტო კომპანიებთა ინდივიდუალური ხელშეკრულება გააფორმოს.

„ჩვენ ვგეგმავთ ამ პროექტის განხორციელებას. საკრებულოში უკვე შეტანილი გვაქვს ცვლილებების პროექტი, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის მერიას ექნება შესაძლებლობა, კონკურსამდე მოახდინოს M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმება, იმ პირობებით, რა პირობებიც გადაწყდება. ეს მუნიციპალიტეტს ერთგვარად საშუალებას აძლევს, დრო არ დაიხარჯოს და არ მოხდეს გარკვეული ვადით დაწყებული პროექტის გაჭიანურება, რა თქმა უნდა ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმ კანონმდებლობით და იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რასაც მოსახლეობა აყენებს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სისტრასთან“ კონსულტაციის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მარშრუტი დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. თბილისში ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ისანი“ განისაზღვრა. მარშრუტის ასამოქმედებლად, ავტობუსებს რუსთავის მუნიციპალიტეტი შეარჩევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს