წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

წყალტუბოში სწრაფი კვების ობიექტში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ერთს კი, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

"პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორ ახალგაზრდას ზემო სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დამწვრობა აქვს მიღებული, ორივეს ასევე დამწვრობები აქვს მიღებული თავზე, კისერსა და ზემო კიდურებზე", -განაცხადა დამწვრობის ცენტრის ქირურგმა გიორგი აბესაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ბაკურ ბალანჩივაძემ განუცხადა, აღნიშნულ ობიექტზე გამოძახება დღეს დილის 9:30 საათზე მოხდა. მისივე თქმით, ობიექტი 19 იანვარს შეამოწმეს, შედგენილია ოქმი, რომლის შესაბამისად ობიექტის მეპატრონეს, მიცემული ჰქონდა მითითება ტექნიკური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო