ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მოქალაქეებმა და ექიმების ნაწილმა აქცია გამართა

„ბატონო ბიძინა გვიშველე",- ამ ლოზუნგით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მოქალაქეებმა და ექიმების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილების თქმით, ისინი ვარაუდობენ, რომ საავადმყოფოს გასხვისება ემუქრება. მათივე თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა სწორედ მიზანმიმართულად ჭიანურდება.

აქციის მონაწილეები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისგან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს. როგორც უწყებაში განმარტეს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება და ახალი შენობის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო