რუსთავში, წითელას გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა, წითელას გავრცელების პრევენციის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას, მერის მოადგილე გოჩა ლორია, სოციალური სამსახურის, ბაგა-ბაღების გაერთიანების, მოხუცთა სახლ ,,ქსენონის“, შშმ პირთა დღის ცენტრებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ინფექციურ დაავადებისთან ბრძოლის კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულება გააცნო და მოსახლეობის ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წითელას ინფექციისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება და ყველასთვის უფასოა.

წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარება რუსთავის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კერძოდ, #1 დიაგნოსტიკურ ცენტრში( ოდიშარიას ქუჩა # 19), #2 დიაგნოსტიკურ ცენტრში (მესხიშვილის ქ. #1 ა), შპს „ქ.რუსთავის #1 პოლიკლინიკშია“ ( გიორგაძის ქუჩა #6 ჭყონდიდელის დასახლება) შესაძლებელი.

ბოლო ინფორმაციით, რუსთავში წითელათი დაავადების სულ 7 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 3 მცირეწლოვანი, 4 კი 20 წლის ზევით ასაკისაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა