ანა დოლიძე - მაინტერესებს ირაკლი კობახიძისა და  ლევან მურისიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს

მაინტერესებს ირაკლი კობახიძის და ლევან მურისიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს

"რედისონ ბლუ ივერიაში" განუცხადა, სადაც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, შეხვედრის ფორმატი არალეგიტიმურია. "ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება. აქ წარმოდგენილია ლევან მურუსიძის ძმაკაცი მოსამართლეები. გადაწყვეტილების მიღების წესი არ გვაქვს, ისევ კობახიძემ უნდა დაწეროს ეს რეფორმა. ვაპირებ დავსვა კითხვა - ამ საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?!

დამლაგებლის, მასწავლებლის საშემოსავლო გადასახადიდან ვიხდით ჩვენ ფულს იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძის და ლევან მურუსიძის ძმაკაცები დასხდნენ აქ და დაალაგონ სასამართლო რეფორმა. ეს ასე არ გამოვა და ვაპირებ ეს საკითხი დავსვა შეხვედრის დასაწყისშივე",- განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. შეხვედრას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შეხვედრები ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება. სამუშაო ჯგუფის მიზანი სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითად მიმართულებებზე მუშაობაა. ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife