ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის მცხოვრებლები საფლავებისთვის ტერიტორიის გაფართოებას აპროტესტებენ

ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის მცხოვრებლები საფლავებისთვის ტერიტორიის გაფართოებას აპროტესტებენ. მათი თქმით, საფლავები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის და კიდევ უფრო გაფართოებას არ დაუშვებენ. სოფელ განთიადის მოსახლეობამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელიც შეიტანა.

"დღესასწაულებისა და დაკრძალვის დღეებში, სოფელთან მისასვლელი გზა პარალიზებულია. ადგილობრივებს გვიჭირს გადაადგილება. საფლავები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის და კიდევ უფრო ტერიტორიის გაფართოებას არ დავუშვებთ",- განაცხადა სოფელ განთიადში მცხოვრებმა დავით მახარაძემ.

სოფელ განთიადის მცხოვრებლების პროტესტს, ხელვაჩაურის მერიაში უპასუხეს. უწყების ცნობით, საფლავებისთვის ტერიტორიის გაფართოება კანონის დაცვით მოხდება, რადგან ტერიტორიის გაფართოების მოთხოვნით 345 მოქალაქემ მიმართა და შესაბამისად გაფართოებას საჭიროებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო