როს უილსონი - რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან და საქართველომ აღადგინოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, უნდა განახლდეს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველომ აღადგინოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემაში „კვირის მთავარი“ საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ ესახება ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მომავალი.

„უპირველესად ვიტყვი, რომ აშშ-ს პოზიცია ამ საკითხში ძალიან მტკიცეა. აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ ცნობს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ასევე, არ ცნობს სხვა სახელმწიფოს სურვილს, განალაგოს თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, უნდა განახლდეს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველომ აღადგინოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე.

ცხადია, ამ ამბავს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი გადაილახოს. ამის გადააზრება მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც და ყველასთვის კავკასიის რეგიონში. მათთვის, ვინც ერთად უნდა იცხოვროს, მშვიდობიანად, სტაბილურად და ჰარმონიულად. და ამ კონფლიქტის მოგვარება, ახალი თავის დასაწყისი იქნება საქართველოსა და მთელი რეგიონის ცხოვრებაში“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა როს უილსონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა