ბათუმში წერეთლის ქუჩას უნებართვოდ განთავსებული ჯიხურებისა და ე.წ. დახლებისგან ასუფთავებენ

ბათუმში წერეთლის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურებისა და გარემოვაჭრეთა ე.წ. დახლების აღების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, წერეთლის ქუჩაზე უკანონო დახლები იყო განთავსებული, რისი ალაგების მოთხოვნით ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეებს არაერთხელ მიმართა. გარემოვაჭრეები კი ტერიტორიას არ თმობდნენ.

ამ წუთებში, ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ნაწილია შეკრებილი. მათი განცხადებით, დახლების აღების მოთხოვნაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. გარემოვაჭრეების დახლების ალაგების სამუშაოებს მერიის წარმომადგენლები ახორციელებენ. ადგილზე სამართალდამცავებიც არიან მობილიზებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა