ბათუმის მერიის თანამშრომლებმა წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეების დახლები აიღეს

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გვიან ღამით ხმაური იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები აიღეს. როგორც ბათუმის ვიცე მერმა თენგიზ პეტრიძემ განაცხადა, წერეთლის ქუჩაზე გაშლილი დახლების გამო, გადაადგილება შეუძლებელი იყო და გარემოვაჭრეებმა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მერიის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

„ღამით გარევაჭრობის აღკვეთის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ დღის განმავლობაში ტრანსპორტით გადატვირთულია წერეთლის ქუჩა, აქვეა სკოლა და ბაღი და დახლების აღება შეუძლებელი იქნებოდა. მოვაჭრეებს რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, დავთანხმდით მათ მიერ შეთავაზებულ ვარიანტსაც, გადაგვეყვანა ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ყველაფერი უსასყიდლოდ გავუკეთეთ, მაგრამ არ თანხმდებიან. ამ ქუჩაზე კი გარევაჭრობის გაგრძელება აღარ შეიძლება და აღარ დავუშვებთ", - განაცხადა თენგიზ პეტრიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში წერეთლის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში გარემოვაჭრეთა დახლებისა და ჯიხურების აღების სამუშაოები მიმდინარეობდა.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის მერიის თანამშრომლებმა წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეების დახლები აიღეს, რასაც დაპირისპირება მოყვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა