გარემოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ის გარემოვაჭრეები არიან შეკრებილები, რომელთა დახლები და ჯიხურები გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა აიღეს.

როგორც გარემოვაჭრეებმა განაცხადეს, წერეთლის ქუჩაზე მათ ხელშეკრულებით ჰქონდათ ადგილები დაკავებული, რაც თავად მერიამ გაუფორმა. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში გადასვლას. გარემოვაჭრეების თქმით, ისინი დღეს მერიასთან შეიკრიბებიან და ბათუმის მერთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას გამართავენ.

„მთელი ღამის განმავლობაში აქ ვიმყოფებოდით და საკუთარი თვალით ვხედავდით როგორ ანადგურებდნენ ჩვენს დახლებს. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. თითქმის ყოველდღიურად გვიწევს ბანკში ფულის შეტანა, კრედიტები გვაქვს და სხვაგან ვერ ვშოულობთ თანხას, მოვითხოვთ რომ ამავე ტერიტორიაზე მოგვეცეს ვაჭრობის უფლება“, - განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში, გარემოვაჭრეთა დახლებისა და ჯიხურების აღების სამუშაოები მიმდინარეობდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს