ბათუმის მერია წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მერია წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოქალაქეებს წერეთლის ქუჩა უკანონოდ ჰქონდა დაკავებული მათ მერია ალტერნატიულ ფართს სთავაზობს.

„გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ საქმიანობა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც მათთვის 180 კეთილმოწყობილი დახლია გამოყოფილი. გარემოვაჭრეების ნაწილმა უკვე დაიწყო ახალ ლოკაციაზე საქმიანობა. ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ბათუმის ქუჩების უკანონო გარევაჭრობისგან გათავისუფლების მიზნით მერიამ არაერთი თანმიმდევრული ღონისძიება განახორციელა და გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზა. უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და მერიის მიერ შეთავაზებულ ფართში (გოგოლის ქ. #1) გადასვლის შემთხვევაში, მერია გარემოვაჭრეებს 3 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, კომპენსაციის სახით 200 ლარს სთავაზობდა. ასევე შეთავაზებული იყო კეთილმოწყობილი სავაჭრო დახლები და დახურული სავაჭრო ჯიხურები, ადგილზე მისასვლელი ავტობუსის გამოყოფა და ახალი ბაზრობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაში დახმარება, რასაც გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ. უკანონო გარემოვაჭრეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. გარემოვაჭრეებმა მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლა მოითხოვეს, შემდეგ კი იქ ამაზეც უარი განაცხადეს. მერიის მხრიდან ყველა შესაძლო რესურსი იქნა გამოყენებული საკითხის გარემოვაჭრეებისთვის უმტკივნეულოდ გადაჭრისთვის, ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. წერეთლის ქუჩიდან აღებული უკანონო კონსტრუქციები დასაწყობდა",- განაცხადეს მერიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს