ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეების აქციას „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე შეუერთდა

ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეების აქციას ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე შეუერთდა. მისი განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომპლექსურად უნდა მიიღოს.

მირდატ ქამადაძის თქმით, მთავარია მოქალაქეები შემოსავლების გარეშე არ დარჩნენ და უკეთესი ვერსია შესთავაზონ, ქალაქი კი გარევაჭრობისგან გათავისუფლდეს.

„აქ გამოსავალი არის მარტივი. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კომპლექსურად უნდა მიიღოს. ხელისუფლებამ ნახა, რომ არჩევნებში ეს ადამიანები სჭირდებოდა და ივნისში აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიფიქრა. ჩვენ თავის დროზე შევთავაზეთ, რომ სადაც გარემოვაჭრეებს ადგილებს სთავაზობენ, ამ ტერიტორიაზე ცენტრალური ავტოსადგური უნდა გაკეთდეს და ხალხის მოძრაობა იქნება და მუშაობაც შესაძლებელი იქნება. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღონ. ბათუმისთვის კარგია, უხდება მოწესრიგებული იყოს ქუჩა, თუმცა მშიერი მოქალაქეების აზრი უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. შეკრებილები მერთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა