ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს სასამართლოში უჩივის

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგი ინეზა მურღულია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მაია კალანდიას სასამართლოში უჩივის. მურღულია ამბობს, რომ კალანდიასგან პატივისა და ღირსების შელახვის გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისივე თქმით, ენმ-ს მხარდამჭერმა მას ცილი დასწამა, თითქოს მას სურდა აღნიშნული სკოლის დირექტორობა და თითქოს მისი თხოვნით ჩამოვიდა განათლების სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი.

„მაია კალანდიამ „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე დიდი ხანია ვუმიზნებ დირექტორობას და ჩემი მოწვევით ჩამოვიდა სამინისტროდან აუდიტის სამსახური. სკოლაში პედაგოგობის გარდა დაკავებული ვარ ჟურნალისტური საქმიანობით და ნამდვილად არ მაქვს დირექტორობის არც სურვილი და არც დრო. 1984 წლიდან ვმუშაობ ამ სკოლაში, 10-15 წლის წინ მშობლები მთხოვდნენ დირექტორობას, მაგრამ მე თვითონ ვთქვი უარი, იმიტომ, რომ არ მქონდა ამის სურვილი. რაც შეეხება იმ ფოტოებს, რომლებიც მაია კალანდიამ გამოაქვეყნა, არის ორი წლის წინ გადაღებული ქორწილში და ეს საზოგადოებამ აღიქვა ისე, თითქოს ქალბატონი ია სიკვდილს ებრძოდა და მე ვცეკვავდი. მეც ისევე განვიცადე მისი გარდაცვალება, როგორც სხვებმა“, - ამბობს მურღულია.

მურღულია არ გამორიცხავს, რომ კალანდიას კომპენსაციის სახით თანხაც კი გადაახდევინოს.

თავის მხრივ, მაია კალანდია აცხადებს, რომ მას მურღულიას მხრიდან, შესაძლო ზეწოლის ფაქტზე ია კერზაიასგან პირადად ჰქონდა ინფორმაცია.

„მურღულია არის იმ ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი, რომელმაც მოკლა ია კერზაია. ია კერზაიასგან ვიცი, რომ მურღულია მასზე ახორციელებდა ზეწოლას, რადგან ის აგიტაციას არ ატარებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლობის სასარგებლოდ. ამიტომ იყო მუდმივი ზეწოლის ქვეშ. ეს ვიცოდი და ამიტომ დავწერე. შემდეგ წავშალე იმიტომ, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარები იყო და ადამიანის პირადი შეურაცხყოფა, ჩემთვის მიუღებელი იყო“, - ამბობს კალანდია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა, 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას და შემდეგ მის გარდაცვალებას, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას უკავშირებს და ამბობს, რომ დირექტორი პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა