„ნაცმოძრაობა" ფოთში ცენტრალური სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებას აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობა" ფოთში, ცენტრალური სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებას აპროტესტებს. მათი თქმით, პროცესი 7 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა.

მათივე ინფორმაციით, სტადიონის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა.

„მეშვიდე წელია სტადიონი შენდება და საშველი არ დაადგა. ტენდერის ყველა პირობა დარღვეულია. სტადიონის საფარი ორჯერ დაიგო, მილიონები გადაიხადეს. ხელისუფლებასთან მაქვს პრეტენზიები, დაუსჯელობის სინდრომია, ვიღაცა აშავებს , ვიღაცა არ აკეთებს, ვიღაცა არღვევს , მაგრამ არავინ არ ისჯება. სამუშაოები 2018 წლის თებერვალში უნდა დაესრულებინათ, თუმცა ვადებმა არაერთხელ გადაიწია. 2019 წელია და ჯერაც არ ჩანს, რომ დასრულდება. დარწმუნებული ვარ, 2020 წელსაც არ იქნება ჩაბარებული,“- განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთის მერიაში „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. მათი მტკიცებით, სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დათქმულ ვადაში დასრულდება.

„ამ ობიექტთან დაკავშირებით სამი კონტრაქტორი კომპანია იყო. პირველი არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ჩვენს მიერ იქნა დისკვალიფიცირებული. ასევე მეორე კონტრაქტორსაც მოუწია იგივე და ეს მესამე კომპანიაა, რომელიც ამ საკითხის გადაწყვეტას სერიოზულად შეუდგა. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება და ჩავიბარებთ სტადიონს,“ -განაცხადა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ თოდუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა