„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში, სატვირთო ავტომანქანებისათვის სპეციალური ავტოსამრეცხაო გახსნა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანების სპეციალური ავტოსამრეცხაო გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ამიერიდან მანგანუმის მადნით დატვირთული ყველა ავტომანქანა, რომელიც დარკვეთის ტერიტორიაზე მუშაობს, გზას მხოლოდ გარეცხვის შემდეგ გააგრძელებს, რაც საწარმოო მოედნებიდან ქალაქის ცენტრალურ გზებზე ტალახის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ახლად გახსნილი ავტოსამრეცხაო, ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი მოდებაძემ დაათვალიერა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება კომპანიასთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქალაქი უფრო სუფთა იყოს.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზი" ასეთი ავტოსამრეცხაოს მოწყობას უახლოეს პერიოდში კიდევ 7 სხვადასხვა ადგილზე გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო