რუსთავის სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რუსთავის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ტოიოტასა" და „ფოლკსვაგენ გოლფის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და ხიდის გასწვრივ გამავალ ლითონის მილებს დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა