აჭარა გიდების მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლებს მასპინძლობს

აჭარაში გიდების ასოციაციების მსოფლიო კონგრესის მონაწილეები იმყოფებიან. კონგრესში მსოფლიოს 5 კონტინენტიდან 60-მდე ქვეყნის გიდების ასოციაციის პრეზიდენტები და დამფუძნებლები იღებენ მონაწილეობას.

კონგრესის მონაწილეებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. მან აჭარაში ტურიზმის განვითარების, რეგიონის პოპულარიზაციისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის თქმით აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო მოგზაურების, ტურისტული ობიექტებისა და ინვესტიციების რაოდენობაც - „ჩვენმა რეგიონმა და ქალაქმა ბოლო დროს მნიშვნელოვანი მსოფლიო აღიარება მოიპოვა. გლობალურმა კომპანიამ Airbnb-იმ ბათუმი მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებად დაასახელა მსოფლიოს წამყვან ტურისტულ ქალაქებს შორის. „ნიუ იორკ თაიმსმა“ კი ბათუმი იმ 52 ქალაქის რიცხვში შეიტანა, რომელიც მისივე რეკომენდაციით, 2019 წელს აუცილებლად უნდა მოინახულონ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას ბათუმის და მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გიდების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნენ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს და მოინახულეს მაღალმთიანი აჭარა.

კონგრესის საქართველოში გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს გიდების ასოციაცია - ტურისტული გიდების პროფესიული გაერთიანება, რომელიც 2010 წლიდან გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა