ფოთის ბაზარის შიდა და გარე ტერიტორიიდან ჯიხურებსა და გარემოვაჭრეთა ე.წ. დახლებს იღებენ

ფოთში ამ წუთებში ბაზარის შიდა და მიმდებარე პერიმეტრზე ჯიხურებისა და გარემოვაჭრეთა ე.წ. დახლების აღების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება მოვაჭრეთა ნაწილი, რომლებიც აღნიშნულ ქმედებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას დახლების აღების მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავს და არც გაუფრთხილებიათ. „მოვიდნენ და დაიწყეს დახლების დაშლა. ეს არის საშინელება. ადამიანობის არაფერი გააჩნიათ, ჩაქუჩებით გახარებულები ამტვრევენ. ზაფხულში გვეუბნებოდნენ, რომ იქნებოდა შემოვლა. მოსულიყვნენ გუშინ და გავეფრთხილებინეთ თუ ამას აპირებდნენ. ახლა რა უნდა ვქნათ და რითი ვიარსებოთ?“, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოვაჭრე მარინა რუხაძემ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ მოვაჭრეები გაფრთხილებულები იყვნენ. „ახლა ხდება ტერიტორიის გათავისუფლება ამ უსახური დახლების, ჯიხურებისა და საჩრდილობლებისაგან, რომლებიც უნებართვოდ არის მოწყობილი. პირველ რიგში არის სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა. დამეთანხმება უმრავლესობა, რომ აქ არათუ ავტომობილით, ფეხით გავლაც კი შეუძლებელია, ისეთი სიტუაციაა შექმნილი. ეს ადამიანები არაერთხელ გავაფრთხილეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს და იძულებული ვართ ჩვენი ძალებით გავათავისუფლოთ ეს ტერიტორიები“, - განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჯგერენაიამ.

ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს