იმერეთის გუბერნატორი და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი სოფლის საერთო კრებებს დაესწრნენ

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ერთ-ერთი შეხვედრა სოფელ მეორე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა და მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ესწრებოდნენ. სადგურ სვირსა და მეორე სვირში მოსახლეობის ინტერესები გარე განათებებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას; ასევე შიდა საუბნო გზების აღდგენას უკავშირდებოდა. პრიორიტეტები ორივე შემთხვევაში ხმათა უმრავლესობით გადაწყდა.

„ამ პროექტის არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან მოსახლეობა თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სჭირდება. ამას გარდა, არსებობს სხვა პროექტებიც, რომლებსაც მუნიციპალური განვითარებისა და რეგიონული განვითარების ფონდები აფინანსებს და უფრო ფართომასშტაბიანია. მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხელისუფლებისთვის უფრო ნათელი ხდება თითოეული სოფლის საჭიროება,“ - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელში უკვე ჩატარდა საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები. პროცესი 5 თებერვალს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო