დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მოსახლეობის ნაწილი მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მოსახლეობის ნაწილი მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გრემისხევის თემში 10 სოფელი შედის, საიდანაც 7 სოფელს მაღალმთიანი ზონის სტატუსი აქვს, 3 სოფელს კი-არა.

„ჩვენ სხვადასხვა უბანში ვცხოვრობთ, რამდენიმე უბანი შეყვანილია მაღალმთიან ზონაში, ხოლო უფრო მაღლა რომელი სოფლებიც არის, ისინი - არა. მაგალითად, ქედელობა, ციხისუბანი და პეტრიანი შეყვანილი არ არის მაღალმთიან ზონაში“, - აცხადებენ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქედელობაში მცხოვრებლები.

მათივე თქმით, ე.წ. საზღვრისპირა სოფელში ცხოვრება მარტივი არ არის, მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა უწყობდნენ ხელს, თუმცა მათ მოთხოვნას არავინ ითვალისწინებს.

„მთის ზონაში ვინც არის შეყვანილი 240 ლარს იღებს პენსიას. სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილას - ციხისუბანში, პეტრიაანთში, ქედელობაში ვინც ვცხოვრობთ, კი 200 ლარს ვიღებთ პენსიას, სხვა შეღავათებიც არა გვაქვს, მეზობლებს შორის შეიძლება ასეთი განხვავებული მიდგომა იყოს?“ - აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე განცხადებით, მათი პრობლემების შესახებ ინფორმირებულია დუშეთის მუნიციპალიტეტი, თუმცა გადაწყვეტილება გრემისხევის თემის 3 სოფლის მაღალმთიან ზონაში შეყვანის შესახებ კვლავ მოუგვარებელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს