ბათუმში მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„სამართალი სახლში დაგრჩათ?“ „ძირს უსამართლო სისტემა", - ამ ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე სხვადასხვა საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

სკოლის მოსწავლეები განათლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, 2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი - მე-12 კლასისაც.

„საქართველოს განათლების სამინისტროს უსამართლო გადაწყვეტილებას ვაპროტესტებთ. ამ სისტემის ბოლო მსხვერპლი არ გვინდა რომ ვიყოთ. ჩვენ მეთერთმეტე კლასის გამოცდები ჩაბარებული გვაქვს და ახლა მეთორმეტე კლასშიც გვიწვევს გამოცდის ჩაბარება. თუ საატესტატო გამოცდა მოიხსნა, გვინდა რომ ყველასთვის მოიხსნას",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი - მე-12 კლასისაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო