ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე მოქალაქეები აქციას მართავენ

ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნულ ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა პარტნიორ კომპანიებს შორის დავამ ისინი დააზარალა.

მოქალაქეების თქმით, ისინი საცხოვრებელ ბინებს ვერ იბარებენ, რადგან მშენებლობა დაუსრულებელია.

„პარტნიორ კომპანიებს შორის დავა სასამართლოში გრძელდება, რის გამოც საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ვერ სრულდება. სასამართლოს დასრულებამდე მშენებლობის გაგრძელებას ვითხოვთ. ორი წელია ვითხოვთ, რომ მშენებლობა დასრულდეს", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა