„თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ქუთაისში შუქნიშნების გაუმართაობა გააპროტესტეს

ქუთაისში შუქნიშნების გაუმართაობას აპროტესტებენ. პარტია „თავისუფალმა საქართველომ" ჭავჭავაძის გამზირზე აქცია გამართა.

პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო საავარიო სიტუაციები იქმნება.

„ჭავჭავაძის გამზირზე შუქნიშნები მოუწესრიგებელია. ხშირად იქმნება საავარიო სიტუაცია. გზაჯვარედინზე შუქნიშნები ერთდროულად ირთვება და გაუვალი სიტუაცია ხდება. „თეთრ ხიდზე" თითქმის ნახევარი მილიონი დახარჯეს და ქალაქში ორი შუქნიშანი ვერ დააყენეს. პრობლემას საპატრულო პოლიციაც აღიარებს, თუმცა შედეგი არაა. მილიონები დაიხარჯა შემოვლით გზაზე და დაკეტილია, სატვირთო ავტომობილების გამო გზებზე საცობებია. მოვითხოვთ, იზრუნონ მოქალაქეებზე და ელემენტარული პრობლემა მაინც მოაგვარონ", -განაცხადა გოგი წულაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა