ბათუმის მერიასთან მიმდინარე აქციაზე ხმაურია

ბათუმის მერიასთან ხმაურია. გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. ადგილზე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

„ჩემი მეუღლე შეუძლოდ გახდა, იმიტომ, რომ ჩვენ ლუკმა- პურს ამ გარევაჭრობით ვშოულობდით. სახლში დენი არ გვაქვს, დავალიანებას ვერ ვიხდით. მშიერი ვართ. გამოვიდეს მერი და პასუხი გაგვცეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მერია მათ ამ მოთხოვნას არ დათანხმდება, ისინი წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობას გააგრძელებენ.

ბათუმის მერიაში კი განაცხადეს, რომ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართები უკვე შესთავაზეს. მათივე ცნობით, დახლებისა და ჯიხურების აღების შესახებ ინფორმაცია გარემოვაჭრეებს ჰქონდათ, მაგრამ ისინი უკანონოდ აგრძელებდნენ ვაჭრობას წერეთლის ქუჩაზე. მერიის ინფორმაციით, ბათუმში წერეთლის ქუჩაზე გათავისუფლებულ ტროტუარებზე ხე-მცენარეები დაირგო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო