ბათუმში, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

შპს „ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რის გამოც რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს, 29 იანვარს 23:00 საათიდან, 30 იანვრის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება: ლერმონტოვის, თაყაიშვილის, და გრიბოედოვის ქუჩებს - ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში; მამია კომახაძის და გ.ბრწყინვალეს ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების მონაკვეთში; პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების მონაკვეთში; ჯავახიშილის ქუჩას - აბუსერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში; სარაჯიშვილის ქუჩას, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის I და II შესახვევებს;

„შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა