გარემოვაჭრეებსა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა

ბათუმის მერიაში გარემოვაჭრეებსა და მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც მერიის მრჩეველთა საბჭოში განაცხადეს, შეთანხმება შედგა და ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 160-მდე გარემოვაჭრე ჯიხურს დადგამს და იმუშავებს.

„ჩვენ თანახმა ვართ და მერიის წინადადება მისაღებია. შევთანხმდით, რომ 10-15 დღის ვადაში დაგვიდგამენ ჯიხურებს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. დეტალებზე შევთანხმდებით", -განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ორი დღის წინ, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ჯიხურები და დახლები აიღეს, რასაც გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა