საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა აჭარაში საჯარო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა აჭარაში საჯარო შეხვედრების კვირეული დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები: ცოტნე ანანიძე, ნინო ჩხეტია, ილია ვერძაძე, გიორგი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.

„მოსახლეობის ინფორმირება საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე კანონის რეალურად აღსრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია, საგრძნობლად გაიზარდა ოჯახური ძალადობის გამოვლენის ფაქტებიც, რაც მათი აღკვეთის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია“, - ასე შეაფასა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებული საჯარო შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.

ღონისძიებას, რომლის მიზანი კომიტეტის მიერ განხორციელებული რეფორმებით მიღებული სიკეთეებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირება, მათი წინადადებებისა და მოსაზრებების გაცნობააა, ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარიდან, მოქალაქეები, მეცნიერები და ექსპერტები.

საჯარო შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და ბათუმის 69-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე უძვებოდნენ, სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა