„არა ქიმიურ ტერმინალს ბათუმში" - ამ ლოზუნგით ბათუმში აქცია მიმდინარეობს

„არა ქიმიურ ტერმინალს ბათუმში", - ამ ლოზუნგით ბათუმში, „ვარდების სკვერში“ მოქალაქეთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები „ვარდების სკვერში“ სამედიცინო პირბადეებით და აირწინაღებით მივიდნენ.

შეკრებილების განცხადებით, ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ტერმინალში გადამუშავებული ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საფრთხე უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებამ ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინოს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. ორგანიზატორები ქალაქის მასშტაბით ხელმოწერებს აგროვებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები ბათუმის მერიას განმარტებას სთხოვენ, ჰქონდათ თუ არა ნებართვა გაცემული ტერმინალის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით.

„ბათუმი საფრთხის წინაშე დააყანეს, საკუთარი ინტერესების გამო. ეს იქნება ქალაქში განთავსებული ბომბი, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე აისახება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

როგორც ბათუმის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადეს, ბათუმში ქიმური ტერმინალის მშენებლობის ნებართვა ამ ეტაპზე გაცემული არ არის. მათი ინფორმაციით, გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან უწყებაში დოკუმენტაცია შევიდა, რომელსაც ბათუმის მერია სწავლობს და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება ცნობილი იქნება.

როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს