მოსახლეობა სოფელ ჭოგნარში იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოგნარში იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, მოსახლეობამ დღეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალა. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ადგილზე ნაგავსაყრელის პროექტის პრეზენტაცია უნდა წარედგინა, რისი საშუალებაც არ მიეცათ. ადგილობრივების განცხადებით, არ დაუშვებენ ადგილზე ნაგავსაყრელის მშენებლობას, რადგან ის საფრთხეს უქმნის მიმდებარე სოფლებს.

„არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ და მათ მშენებლობის ნება მივცეთ. არც დღეს და არც მომავალში ჩვენ მოლაპარაკებაზე არ წავალთ. ხელისუფლებას ჩვენი მოთხოვნა არ აინტერესებს. ნაგავსაყრელი მოაწყონ ისეთ ადგილზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. ნაგავსაყრელი დააბინძურებს მიწისქვეშა წყლებს, ჰაერსა და საფრთხე შეგვექმნება, როგორც ადამიანებს, ასევე ბუნებას და ცხოველებს.

ხელმოწერები შევაგროვეთ პროექტის შეჩერების მოთხოვნით, თუმცა არ აინტერესებთ“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.

ნაგავსაყრელის მშენებლობის სამუშაოების დაწყება მარტიდან იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო