ხვალიდან საგარეჯოში სპორტული დარბაზები პროტესტის ნიშნად დაიკეტება

საგარეჯოში სპორტული დარბაზები ხვალიდან დაიკეტება. ეს გადაწყვეტილება მოქმედმა მწვრთნელებმა მიიღეს, რადგან სპორტული აიპის ხელმძღვანელის, მამუკა კურდღელაშვილის სამსახურში აღდგენაზე საგარეჯოს მერმა უარი განაცხადა.

მხარდამჭერები კურდღელაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნით რაიონის მაჟორიტარს, რომან მუჩიაშვილსაც შეხვდნენ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სპორტსმენებმა პროტესტის ნიშნად 9 და 10 თებერვალს ძიუდოში დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

დილიდან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შენობის წინ, სადაც სპორტსმენები, მწვრთნელები და მხარდამჭერები მერს, გიორგი ერბოწონაშვილს სპორტული აიპის ხელმძღვანელის, მამუკა კურდღელაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა