ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახმა შიდა ქართლის გუბერნატორს დაკრძალვის ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით თანადგომა სთხოვა

ლიბიაში, ნაოსნობისას გარდაცვლილი 22 წლის დავით რაზმაძის ოჯახს შიდა ქართლის გუბერნატორმა მიუსამძიმრა. გიორგი ხოჯევანიშვილმა დაღუპული მეზღვაურის ოჯახის წევრებს ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

„მომხდარი ფაქტი ძალიან მძიმეა, რთულია, ასეთ დროს სანუგეშო სიტყვები გამოძებნო. საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი საელჩოები ჩართულნი არიან ამ პროცესში. გადმოსვენება მოხდება დაუყოვნებლივ, როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და ლიბიის შესაბამისი უწყებები ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობას განაცხადებენ. გარდაცვლილი ახალგაზრდა მეზღვაურის ოჯახთან მექნება აქტიური კომუნიკაცია და ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას პირადად მივაწვდი“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

,,უღრმესი მადლობა თანაგრძნობისთვის, გმადლობთ, რომ ჩვენი დიდი ტკივილი გაიზიარეთ. იმედია, მალე მოხერხდება ჩვენი დათას გადმოსვენება და შევძლებთ მის დაკრძალვას, სხვა აღარაფერი დაგვრჩენია“, - აღნიშნა დავით რაზმაძის ბებიამ მედეა ცეცხლაძემ.

გარდაცვლილი დავით რაზმაძის დედამ და ბებიამ, ნინო და მედეა ცეცხლაძეებმა შიდა ქართლის გუბერნატორს დაკრძალვის ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით თანადგომა სთხოვეს, რაზეც ხოჯევანიშვილმა დახმარება აღუთქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა